მთავარი » ჯანდაცვა » საპენსიო რეფორმა დათქმულ ვადაში ამოქმედდება
"საპენსიო რეფორმა დათქმულ ვადაში ამოქმედდება", - განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

საპენსიო რეფორმა დათქმულ ვადაში ამოქმედდება

“საპენსიო რეფორმა დათქმულ ვადაში ამოქმედდება”, – განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მისი განცხადებითვე აღნიშნული ვადა 2017 წლის შემოდგომაა.

“შარშან შემოდგომაზე, დასრულდა ძირითადი მონახაზი საპენსიო რეფორმის და განისაზღვრა პირველი ეტაპის დაწყები ვადა – ესაა 2017 წლის სექტემბერი.

მე რამდენადაც საქმის კურსში ვარ, ეს ვადა ძალაშია. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება კანონში ცვლილება და ვფქრობ, რომ სექტემბრამდე საკმარისი დრო იქნება რომ ყველა დეტალი განვლილი იქნას და ეს რეფორმა მჯერა რომ დათქმულ ვადაში ამოქმედდება”, – განაცხადა სერგეენკომ.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …