მთავარი » ჯანდაცვა » სანოფი გასული წლის მეოთხე კვარტალს აჯამებს
სანოფი 2016 წლის პირველი ნახევრიდან პოზიტიურ ძვრებს ელდება, რაც აუცილებლად აისახება რეალიზებული პროდუქციის ციფრებში.

სანოფი გასული წლის მეოთხე კვარტალს აჯამებს

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია სანოფი გასული წლის მეოთხე კვარტლის შედეგებს აჯამებს. მენეჯმენტის განცხადებით, წლის ბოლოს დადებითთან ერთად უარყოფითი ტენდენციებიც გამოიკვეთა.

პოზიტიურად ფასდება სანოფის მიერ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ბაზრებზე შესვლა და იქ მიღწეული წარმატებები. ფრანგული ფარმაცევტული გიგანტის მიერ დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის ფრენჩაიზმა კი მოლოდინი ვერ გაამართლა.

სასიამოვნო სიახლე გამოიკვეთა ჩინეთის შემთხვევაში. აქ ფარმაცევტული კომპანიის მიერ ექსპორტირებული წამლების გაყიდვები გასულ წელს 27%-ით გაიზარდა. საინტერესოა, რომ ჩინეთი სანოფისთვის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი გახლავთ.

ფრანგული ფარმაცევტული გიგანტი 2016 წლის პირველი ნახევრიდან პოზიტიურ ძვრებს ელდება, რაც აუცილებლად აისახება რეალიზებული პროდუქციის ციფრებში.

fiercepharma.com

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …