სანოფი ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების წარმოებაში 300 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს
ფრანგული ფარმაცევტული კომპანია სანოფი ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების წარმოების კუთხით გაფართოებას გეგმავს. კომპანია ამ მიზნით ბელგიაში 300 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს. ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა 8000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება.
სანოფი პროექტის ფარგლებში წამლის კონტროლის უახლესი ლაბორატორიების მშენებლობასა და პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის დამუშავებას გეგმავს.