2017 წლის 25 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრას დაესწრნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ცენტრის თანამშრომლები, იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული ტექნიკური საბჭოს თავმჯდომარე და WHO, UNICEF, CDC, Sabin Vaccine Institute საქართველოს ოფისის წარმომადგენლობები.