მთავარი » ჯანდაცვა » სამი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით აივ ინფექციის გამოკვლევა უფასო იქნება
აივ ინფექციის გამოკვლევა უფასო იქნება. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაავადების დადასტურების შემთხვევაში მკურნალობის კურსი სრულად დააფინანსოს.

სამი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით აივ ინფექციის გამოკვლევა უფასო იქნება

სამი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით აივ ინფექციის გამოკვლევა უფასო იქნება. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაავადების დადასტურების შემთხვევაში მკურნალობის კურსი სრულად დააფინანსოს.

საქართველოში 2015 წლის ნოემბრის მონაცემებით შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ვირუსით ინფიცირების 5 ათას 331 შემთხვევაა რეგისტრირებული, დაინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში ყოველწიურად იზრდება.

წელს პირველი 11 წლის მანძილზე გამოვლინდა 676 ახალი შემთხვევა, მაშინ როდესაც შარშან მთელი წლის განმავლობაში იყო 564. „დიდი ნაბიჯები შიდსის დამარცხებისკენ“, ასეთია წლევანდელი ღონისძიების სლოგანი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სახელმწიფომ სკრინინგის სამ თვიანი უფასო პროგრამა უკვე დაიწყო, რომელიც ვირუსის ნაადრევ გამოვლენასა და დროულად მკურნალობას შეუწყობს ხელს.

 ვალერი კვარაცხელია: დაიგეგმა გარკვეული ღონისძიებები დამატებით, იმისთვის რომ ეს პროცესი შევაჩეროთ, მათ შორის ერთი ეხება სკრინინგს.

ამირან გამყრელიძე: ეს უკვე დაწყებულია, დღეისთვის დაახლოებით 6 ათას 500-მა ჩაიტარა ეს სკრინინგი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი გზის ხელმძღვანელი დალი უშარიძე ამბობს, რომ ვირუსის გამოკვლევა და მკურნალობა უფასოა, თუმცა მოსახლეობის პასიურობა, გაიგონ არიან თუ არა დაინფიცირებულები, გადაუჭრელ პრობლემად რჩება. დალი უშარიძე: ადამიანები შიშობენ, რომ ისინი აღმოჩნდებიან გარიყული, თუ მათ შესახებ იქნება ცნობილი ახლობლებისთვის, რომ ისინი არიან აივ ინფიცირებულები.

Maestro Television

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …