მთავარი » ჯანდაცვა » სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
2017 წლის სამუშაო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა და საბჭოს წევრებმა ცენტრის ძირითადი მიმართულებები სხდომის წევრებთან ერთად განიხილეს.

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მართვის კოლეგიური ორგანოს – სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა.

სხდომაზე 2016 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ წარმოადგინა. მან ყურადღება იმუნიზაციის კომპლექსური გეგმის, გადამდებ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე რეაგირებისა და მზადყოფნის საკითხებზე გაამახვილა.

პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში 2017 წლის სამუშაო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა და საბჭოს წევრებმა ცენტრის ძირითადი მიმართულებები სხდომის წევრებთან ერთად განიხილეს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …