მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების პრეტენდენტი “ალფამედიკ კონსორციუმია”
სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების პრეტენდენტი კომპანია"ალფამედიკ კონსორციუმია"

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების პრეტენდენტი “ალფამედიკ კონსორციუმია”

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების პრეტენდენტი ავსტიული კომპანია “ალფამედიკ კონსორციუმია”.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ავსტრიული კომპანია “ალფამედიკ კონსორციუმის” წარმომადგენლები ესწრებიან.

ავსტრიული კომპანია კლინიკებისა და პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარების საკუთარ კონცეფციას წარადგენს. კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში სამი კლინიკის, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია მოხდება.

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა, რომელთაგან გამარჯვების პრეტენდენტი “ალფამედიკ კონსორციუმი” გახდა.

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ვალდებულება ეკისრება საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში მოიზიდოს ინვესტიციები და შეიმუშავოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია, ასევე განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდები და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ამბულატორიული ქსელი.

ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები კომენტარს მედიასთან გააკეთებენ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …