მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო დაწესებულებების არამიზნობრივად დახარჯულ თანხებს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის
ყოველ წელს FBI მილიარდს, მილიარდ ნახევარ არამიზნობრივად მოთხოვნილი თანხებს ავლენს. ჩვენს შემთხვევაშიც შეიქმენება ანალოგიური სამსახური.

სამედიცინო დაწესებულებების არამიზნობრივად დახარჯულ თანხებს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის

წინა კვირაში მთავრობის ადმინისტრაციაში  დიდი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  საქართველოს ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ჯანდაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი, თბილისის პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს აუდიტის სამსახური.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო “აიპრესთან” ინტერვიუში აცხადებს, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიზანმიმართულად, პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე არმიზნობრივად დახარჯული თანხების საკითხს შეისწავლის. მინისტრის თქმით, მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, პასუხისმგებელ პირს ძალიან მკაცრად მოსთხოვენ პასუხს:

“შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯანდაცვის რეფორმის შედეგების მონიტორინგის მიმართულებით იმუშავებს. რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება: ზოგადად ჯანდაცვის ხარჯების კონტროლი ძალიან რთული და ძალიან სპეციფიურია. მაგალითად აშშ-ში ყოველ წელს ადმინისტრირება “მედიქეიდ-მედიქეარსს” – გამოძიების ფედერალურ ბიუროს ფინანსურ დეპარტამენტს მიმართავს, რომელიც ატარებს გამოძიებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ადმინსიტრაციული ინსტრუმენტი აქვთ ამერიკაში ჯანდაცვის კონტროლისთვის – ყოველ წელს FBI-ის ფინანსური დეპარტამენტი მილიარდს, მილიარდ ნახევარ არამიზნობრივად მოთხოვნილი თანხებს ავლენს. ჩვენს შემთხვევაშიც შეიქმენება ანალოგიური სამსახური.

ეს ჩვენთან ჯერ კიდევ წინა კვირას ჩამოყალიბებული სტრუქტურაა, რომელიც არასწორად, არამიზნობრივად, არა ექიმის შეცდომით, არამედ მიზანმიმათულად პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე მოთხოვნილ თანხას ძალიან მკაცრად და ჯერადობით დააბრუნებინებს და შესაბამის პასუხსაც მოსთხოვს დაწესებულებას, თუ კონკრეტულ თანამშრომლებს” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …