მთავარი » ჯანდაცვა » სამეანო და ნეონატალური ტრენინგი დასრულდა
პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში, სამეანო და ნეონატალური ტრენინგი დასრულდა.ნინო ბერძულმა ტრენინგში მონაწილე ექიმებსა და ექთნებს სერტიფიკატები გადასცა.

სამეანო და ნეონატალური ტრენინგი დასრულდა

პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში, სამეანო და ნეონატალური ტრენინგი დასრულდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბერძულმა ტრენინგში მონაწილე ექიმებსა და ექთნებს სერტიფიკატები გადასცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში სამეანო და ნეონატალურ ტრენინგი დასრულდა. ამ ეტაპზე გადამზადება გაიარეს ქვემო ქართლის რეგიონის ექიმებმა. თეორიულ სწავლებასთან ერთად უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, ექიმები სამეანო და ნეონატალური სიმულატორების გამოყენებით პრაქტიკულ მეცადინეობებში ჩაერთვნენ.

ერთი თვის განმავლობაში 3 ნეონატალური, 2 საექთნო და 5 სამეანო კურსი ჩატარდა და ქვემო ქართლის რეგიონიდან 49 მეანი, 34 ნეონატოლოგი და 89 საშუალო მედ პერსონალი გადამზადდა.

სამეანო და ნეონატალური ტრენინგი ჩატარდა Rotary International/ACTS international VTT პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. 

გადამზადება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და გამოსავალის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …