ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, სილამაზის სალონებს რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ, რის შემდეგაც, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური მათ მონიტორინგს გაუწევს.
როგორც სერგეენკო აცხადებს, ისეთი პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია მცირე ინვაზიებთან, მაგალითად, სილამაზის, ტატუ და პირსინგის სალონები, არ ექვემდებარდებოდა არანაირ რეგულაციას, რაც შეიცვლება.
“გასულ წელს, ჩვენ ჰეპატიტის პროექტმა საშუალება მოგვცა, რომ გაგვეძლიერებინა მუშაობა. შარშან ჩავატარეთ მონიტორინგი, ვნახეთ 500-ზე მეტი დაწესებულება, სადაც არ იყო დაცული წესებიც კი, ინფექციებზე კონტროლის. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ სადამსჯელო ღონისძიებები მივიღოთ. წელს მათ გაუჩნდებათ ვალდებულება, რომ შეტყობინება გააკეთონ და დარეგისტრირდნენ, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ვიცოდეთ ამის შესახებ და ადგილზე მონიტორინგით ვასწავლოთ, როგორ გააკეთონ ის, რომ დაიცვან ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება”, – აღნიშნა სერგეენკომ.