მთავარი » ჯანდაცვა » საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებში შესატანი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს.

საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებში შესატანი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს.

საკრებულოს ინფორმაციით, პროექტი, რომელიც „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების ქვეპროგრამის განხორციელების წესს“ გულისხმობს, საკრებულოს წევრებს კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა წარუდგინა.

წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების ჯგუფის დიაგნოზის მქონე ბენეფიციართა ასაკის ზედა ზღვარი მოიხსნა და აღნიშნული წესით მოსარგებლეთა ასაკი 18 წლიდან ზევით განისაზღვრა.

საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ და სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

interpressnews.ge.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …