მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა
2016 წლის 17 ნოემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ცენტრის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა.

საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა

2016 წლის 17 ნოემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ცენტრის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა.

საბჭოს სხდომას სხდომას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ხელმძღვანელი პირები.

საბჭოს წევრი ექსპერტები და დარგის სპეციალისტები. შეხვედრას ასევე დაესწრო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებ დაავადებათა მიმართულების დირექტორი ბატონი გაუდენ გალეა, რომელმაც ისაუბრა არაგადამდებ დაავადებებზე მიმართული გლობალური და რეგიონული ღონისძიებების შესახებ.

 შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლების მიერ წარმოდგენილ იქნა ქვეყანაში არაგადამდებ დაავადებათა გავრცელების სიტუაციური მიმოხილვა; STEPS კვლევის წინასწარი მონაცემები; არაგადამდებ დაავადებათა სტრატეგია და 2016-2020 სამოქმედო გეგმა. არაგადამდები დაავადებები 21-ე საუკუნის გლობალური ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევააა, ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა და ავადობის ტვირთის მზარდი ტენდენცია წარმოადგენს ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარი ბარიერს, მათ შორის საქართველოსთვისაც.

2014 წლის 15 სექტემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ქალბატონი მარგარეტ ჩანის გადაწყვეტილებით ცალკე სამდივნოს სახით შეიქმნა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის გლობალური საკოორდინაციო მექანიზმი (WHO GCM/NCD).

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის გლობალური საკოორდინაციო მექანიზმის მიზანია ხელი შეუწყოს და გააძლიეროს კოორდინაცია და მულტისექტორული ჩართულობა ადგილობრივ, ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე, რათა უზრუნველყოს ჯანმო-ს არაგადამდებ დაავადებათა გლობალური სამოქმედო გეგმის (2013-2020) და მდგრადი განვითარების მესამე მიზნის – ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფა და კეთილდღეობის ხელშეწყობა ყველა ასაკობრივ ჯგუფში შესრულება (2030 წლისთვის არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 1/3-ით შემცირება).

NCDC

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …