მთავარი » ჯანდაცვა » საბედნიეროდ NDI -ს კვლევაში ჯანდაცვის სფეროში დადებითი შედეგია
NDI -ს კვლევებში ყურადღება გავამახვილე ჯანდაცვის საკითხზე, სადაც, საბედნიეროდ, გამოკვეთილია პროგრესი, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს.

საბედნიეროდ NDI -ს კვლევაში ჯანდაცვის სფეროში დადებითი შედეგია

NDI -ს კვლევებში ყურადღება გავამახვილე ჯანდაცვის საკითხზე, სადაც, საბედნიეროდ, გამოკვეთილია დადებითი შედეგი და პროგრესი, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რომ რეფორმები განვავითაროთ,

– ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად, კველევები ყოველთვის საყურადღებოა, რადგან ის საკითხები, რაც საზოგადოებას ადარდებს, არჩევნებზე აუცილებლად იქონიებს გავლენას.

„კვლევები ყოველთვის საყურადღებოა. არჩევნებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, არჩევნებზე საზოგადოების განწყობა მოქმედებს, უფრო მეტიც, ეს არის საზოგადოების განწყობის პირდაპირპროპორციული. ის საკითხები, რაც ადარდებს საზოგადოებას, არჩევნებზე უეჭველად იქონიებს გავლენას. ამ 6 თვის განმავლობაში, რამდენად ეფექტურად გააგრძელებს მთავრობა მუშაობას და რამდენად შეძლებენ პარტიები ნათლად, გარკვევით წარუდგინონ საზოგადოებას წინასაარჩევნო პლატფორმები, იქნება განმსაზღვრელი არჩევნების შედეგებში”,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

kvira.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …