მთავარი » მსოფლიო » რუსეთში მედიკამენტების გაყიდვების მაჩვენებელი ბოლო 8 წლის შემდეგ პირველად დაეცა
2016 წლის იანვარი-მარტის თვის მონაცემებით რუსეთში მედიკამენტების გაყიდვების მაჩვენებელი 10%-ით დაეცა და 270.3 მილიარდი რუსული რუბლი შეადგინა.

რუსეთში მედიკამენტების გაყიდვების მაჩვენებელი ბოლო 8 წლის შემდეგ პირველად დაეცა

2016 წლის იანვარი-მარტის თვის მონაცემებით რუსეთში მედიკამენტების გაყიდვების მაჩვენებელი  10%-ით დაეცა და 270.3 მილიარდი რუსული რუბლი შეადგინა.

ამის შესახებ DSMGroup-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს. 2008 წლიდან მოყოლებული ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაყიდვის წილი სულ უფრო მეტად იზრდებოდა, თუმცა ბოლო მონაცემებით გაყიდვებმა მინუს 14%-ი შეამცირა, რაც  1.18 მილიარდ შეფუთვა მედიკამენტს შეადგენს.

მედიკამენტების გაყიდვები მცირდება უკვე ზედიზედ  მეორე კვარტალის განმავლობაში. კერძოდ: 2015 წლის მეოთხე კვარტალში გაყიდვები შემცირდა 9%-ით, 2015 წლის მთლიანი მონაცემებით კი გაყიდვები შემცირებულია 8.2%-ით. რაც შეეხება 2016 წლის ზემოთხსენებულ მონაცემებს, როგორც რუსი ექსპერტები აღნიშნავენ, გამოწვეულია გაჭიანურებული კრიზისითა და  მომხმარებლის მოთხოვნის შემცირებით.

ფარმაცევტული ბაზრის უდიდესი ნაწილი ეს არის პაციენტთა ფული, თუმცა მოსახლეობის შემოსავლები პრაქტიკულად არ იზრდება. როგორც ექსპერტები ამბობენ,   მედიკამენტების გაყიდვების შემცირებაზე იმანაც იმოქმედა, რომ ზამთარში ადგილი არ ჰქონია გრიპის მასშტაბურ ეპიდემიას. ერთ ერთ ფაქტორად ასევე დასახელდა მედიკამენტების შეძენაზე  მოსახლეობის მხრიდან გაკეთებული ეკონომია.

ექსპერტები ამ მონაცემების გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო სეგმენტში ფულად სახსრების მიმართულებით ცვლილებები არაა მოსალოდნელი, რადგან ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, თუმცა არაა გამორიცხული, სახელმწიფო სეგმენტში მედიკამენტების  შეფუთვის რაოდენობა გაიზარდოს უფრო იაფი ეროვნული წარმოების ანალოგების გაყიდვის წილის გაზრის შესაბამისად.

pharma.net.ua

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …