მთავარი » მსოფლიო » რუსეთის მოქალაქეებს ყველაზე მეტად წამლების დეფიციტის ეშინიათ – კვლევის შედგები

რუსეთის მოქალაქეებს ყველაზე მეტად წამლების დეფიციტის ეშინიათ – კვლევის შედგები

მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსეთის მოსახლეობას ყველაზე მეტად იმპორტული მედიკამენტების დეფიციტის ეშინია. ამის შესახებ რუსული გამოცემა “ერ ბე კა“ კვლევითი ანალიტიკური ცენტრის „ნაფის“ კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომელშიც რუსეთის 53 რეგიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა.

კვლევამ ცხადყო, რომ რუსეთის მოქალაქეებს ყველაზე მეტად მედიკამენტებისა და აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე დარჩენის შიში აქვთ – ამის შესახებ გამოკითხულთა 42%-მა განაცხადა. მეორე ადგილზეა (30%) შიში, რომ ავტომობილებისთვის აუცილებელ ნაწილებს ვერ იყიდიან. 27%-ს კი იმპორტული ელექტრონიკის გარეშე დარჩენის ეშინია.

მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ, უკრაინაში ომის დაწყების გამო სანქციები აამოქმედეს, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის რამდენჯერმე შეიქმნა აჟიოტაჟური მოთხოვნა სხვადასხვა კატეგორიის საქონელზე. მაგალითად, აპრილის დასაწყისში ადგილი ჰქონდა Acuvue-ს ლინზების დეფიციტს, რადგან რუბლის კურსის ვარდნის გამო ადამიანებმა ამ პროდუქციის მარაგის წინასწარ ყიდვა დაიწყეს.   შედეგად პროდუქცია გაძვირდა.

მთავრობა ცდილობს დაამშვიდოს მოსახლეობა და არწმუნებს მათ, რომ ქვეყანას აქვს ყველა აუცილებელი პრეპარატი. თუმცა, როგორც ზემოთნახსენები გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, მოსახლეობას ამ განცხადებების არ სჯერა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …