მთავარი » მსოფლიო » რუსეთი უნიკალური კუბური მედიკამენტების წარმოებას იწყებს
ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, რუსეთში უკვე დაიწყო წარმოება უნიკაური კუბური სამკურნალო საშუალების, რომელიც დიაბეტის დასამარცხებლად არის მიმართული.

რუსეთი უნიკალური კუბური მედიკამენტების წარმოებას იწყებს

რუსეთი უახლოეს მომავალში უნიკალური კუბური მედიკამენტების წარმოებასა და გაყიდვას დაიწყებს.  როგორც ფედერაციის მრჩეველმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რუსეთში უკვე დაიწყო წარმოება უნიკაური კუბური სამკურნალო საშუალების, რომელიც დიაბეტის დასამარცხებლად არის მიმართული.

ის უკვე შეტანილია სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების სიაში, რაც მას სახელმწიფო შესყიდვების კუთხით უპირატეს მდგომარეობაში ამყოფებს – განაცხადა მატვიენკომ კუბის ნაციონალური ასამბელის წარმომადგენელთან შეხვედრისას. მან ორ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის ბიოფარმაცევტული მიმართულებით მჭიდრო თანაშრომლობაზე ისაუბრა.

მატვიენკოს განცხადებით, რუსეთი კუბელი სტუდენდების რუსულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადამზადებაზეც იზრუნებს და მათ უფასო საცხოვრებელს, ჯანრმთელობის დაზღვევას და სტიპენდიებს შესთავაზებს.

gmpnews.ru

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …