მთავარი » ჯანდაცვა » რუხში მრავალპროფილიანი საავადმყოფო შენდება
220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფო სოფელ რუხში, მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება.პროექტის ღირებულება 41 264 000 ლარია.

რუხში მრავალპროფილიანი საავადმყოფო შენდება

კლინიკის მთავარი შენობა დასრულებულია, მიმდინარეობს სხვა დამხმარე შენობების მშენებლობა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე – სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, აუზები და სკვერები. მინისტრის ინფორმაციით, გახსნის შემდეგ, კლინიკაში 600-მდე ადამიანი დასაქმდება.

კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში ჩასვლა აღარ მოუწევს. საავადმყოფო ასევე მოემსახურება რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს. რეზიდენტებისთვის, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, 92-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი აშენდება.

12717424_222753768069655_1957205860460239463_n

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 264 000 ლარია. სამუშაოებზე 154 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.

220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფო სოფელ რუხში, მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება. 
მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია. განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა. 

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …