მთავარი » ჯანდაცვა » რუხის საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამუშაოები დაათვალიერა.

რუხის საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

220 ადგილიანი საავადმყოფოს შენობა 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება. ამ დროისთვის, უკვე დასრულებულია ყველა ბლოკის მშენებლობა; გაკეთებულია სანტექნიკის, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემები; მოწყობილია ვერტმფრენის დასაშვები მოედნის საფარი; დამთავრებულია შენობის გადახურვა და მიმდინარეობს ფასადისა და გარე პერიმეტრის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.  

კლინიკის ტერიტორიაზე სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. ასევე, რეზიდენტებისთვის, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის 92-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი იფუნქციონირებს. 

რუხის მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო საავადმყოფოს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს.

„სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აშენებს. მშენებლობაზე 154 ადმიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია.  

კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხის და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში ჩასვლა აღარ მოუწევთ. გარდა ამისა, საავადმყოფო აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებსაც მოემსახურება. 

პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მილიონ 264 ათასი ლარი გამოიყო. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება. 

mrdi.gov.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …