მთავარი » ჯანდაცვა » როგორ გავწმინდოთ თავის ტვინის სისხლძარღვები ნატურალური მეთოდებით?
თუ თქვენ ხშირად გტკივათ თავი და გაწუხებთ დაღლილობის შეგრძნება ორგანიზმი თავის ტვინის სისხლძღარღვების გაწმენდას ითხოვს.

როგორ გავწმინდოთ თავის ტვინის სისხლძარღვები ნატურალური მეთოდებით?

თუ თქვენ ხშირად გტკივათ თავი და გაწუხებთ დაღლილობის შეგრძნება ორგანიზმი  თავის ტვინის სისხლძღარღვების გაწმენდას ითხოვს.

ეს უმნიშნელოვანესი პროცედურა ნატურალური მეთოდების გამოყენებით ტვინს საკვები დანამატებით უზრუნველყოფს. Jandacva.ge გთავაზობთ თავის ტვინის გაწმენდის 5 ძალიან ეფექტურ მეთოდს.

  • თაფლი და კაკალი – ხუთი კაკალის ლებანი დაფქვით და კარგად შეურიეთ 1 ს/კ ცაცხვის თაფლს, დაუმატეთ თითო მწიკვი დარიჩინი და კოჭა, ისევ აურიეთ და მოათავსეთ მაცივარში ერთი დღე ღამის განმავლობაში. ეს სამკურნალო ნაზავი დღეში 3-ჯერ უნდა მიიღოთ 1 ს/კ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
  • ხახვი და თაფლი – 1/3 ჭიქა ხახვის წვენი შეურიეთ ერთ ჭიქა ნატურალურ თაფლს. მიიღეთ სამკურნალო ნაზავი დღეში 3-ჯერ 1 ჩ/კ საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. ის არა მარტო ეფექტურად წმენდს სისხლძარღვებს, არამედ აძლიერებს იმუნიტეტსაც.
  • ნატურალური წვენები – მიიღეთ ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი სადილამდე და ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე. შეგიძლიათ ასევე მონაცვლეობით მიირთვათ ვაშლისა და სტაფილოს წვენები. მაღაზიაში ყიდვას გირჩევთ თავად გამოწუროთ, ამ შემთხვევაში 100% იქნებით დარწმუნებული, რომ ნამდვილად ნატურალურ პროდუქტს იღებთ. ამასთან, მხედველობაში მიიღეთ ის ფაქტი, რომ ახლადგამოწურული წვენი ვიტამინებსა და სამკურნალო თვისებებს მხოლოდ 7 წუთის მანძილზე ინარჩუნებს.
  • ოროვანდის ნაყენი – თერმოსში ჩაყარეთ 10 გრ. ოროვანდის ხმელი ფესვები და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 8-10 საათი, გადაწურეთ და დადგით გრილ ადგილას. მიიღეთ 4 ს/კ სამკურნალო ნაყენი საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი მოიცავს ერთ თვეს.
  • სასარგებლო პროდუქტები – ორგანიზმის სრული გაჯანსაღებისა და სისხლძარღვების გაწმენდისთვის ყოველდღე საუზმემდე ნახევარი საათით ადრე უნდა მიირთვათ ერთი მანდარინი, ერთი მუჭა ქიშმიში და ნიგოზი, 15 – 20 წუთის მერე მიიღეთ ერთი ჭიქა წყალი 1 ჩ/კ თაფლთან და ერთ ნაჭერ ლიმონთან ერთად. 10 – 15 წუთის შემდეგ კი შეგიძლიათ საუზმე დააყოლოთ.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …