მთავარი » ჯანდაცვა » რომელი სილამაზის სალონები და სტომატოლოგიური კლინიკები დაიხურება?
პირველ შემთხვევაზე დაიწერება ჯარიმა და შემდეგაც თუ იგივე განმეორდება, ალბათ, დაექვემდებარება დახურვას, ანალოგიურ ბედს გაიზიარებენ სტომატოლოგიური კლინიკები.

რომელი სილამაზის სალონები და სტომატოლოგიური კლინიკები დაიხურება?

„რომელი სილამაზის სალონები დაიხურება“, – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელთან, პაატა იმნაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახური სალონების ზედმიწევნით შემოწმებას იწყებს.

ამასთან, როგორც იმნაძე აცხადებს, აღნიშნული ღონისძიებები ეპიდემიის გავრცელებასაც შეუშლის ხელს.
“სალონები არ კონტროლდება და ჩვენ ვაპირებთ, ასეთი დაწესებულებების ზედმიწევნითი შემოწმებები დავიწყოთ, რაც, სავარაუდოდ, ეპიდემიების გავრცელებას ხელს შეუშლის.

მოხდება აღწერა, ფოტოკოლაჟის გაკეთება და შემდეგ გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრს, სადაც ისინი მიიღებენ შესაბამის ნიორმებს, სავარაუდოდ, პირველ შემთხვევაზე დაიწერება ჯარიმა და ამის შემდეგაც თუ იგივე განმეორდება, ალბათ, დაექვემდებარება დახურვას, ანალოგიურ ბედს გაიზიარებენ სტომატოლოგიური კლინიკები“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

kvira.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …