მთავარი » ჯანდაცვა » რომელი კომპანიები დაინტერესდნენ წამყვანი კლინიკების რეკონსტრუქციით
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, დღის ბოლოს გახდება ცნობილი, თუ რომელი კომპანიები დაინტერესდნენ წამყვანი კლინიკების რეკონსტრუქციით.

რომელი კომპანიები დაინტერესდნენ წამყვანი კლინიკების რეკონსტრუქციით

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, დღის ბოლოს გახდება ცნობილი, თუ რომელი კომპანიები დაინტერესდნენ წამყვანი კლინიკების რეკონსტრუქციით.

დღეს სრულდება წინასაკვალიფიკაციო შერჩევის ვადა, რომელიც საპარტნიორო ფონდმა სამი საავადმყოფოს ოპერირებასა და განვითარებისთვის გამოაცხადა.

საუბარია ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოზე, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრსა და ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაზე. ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენმა და რომელმა კომპანიებმა გამოხატეს აღნიშნულ შერჩევაში მონაწილეობის ინტერესი.

სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნული 3 კლინიკა დაპროექტებული, აშენებული და/ან რეკონსტრუირებული უნდა იქნას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, აღიჭურვოს მაღალხარისხიანი სამედიცინო ტექნოლოგიებით.

გამარჯვებულმა კონსორციუმმა უნდა უზრუნველყოს განხორციელებული პროექტის JCI სტანდარტების შესაბამისად აკრედიტაცია, ხოლო პერსონალისთვის ატესტაციის გავლა და სწავლება პერსონალის განვითარების სპეციალური პროგრამის შესაბამისად. მთელი პროექტი უნდა წარიმართოს გაერთიანებულ სამეფოში მიღებული ჯანდაცვის მოდელის მსგავსად.

პირობების მიხედვით, გამარჯვებული კონსორციუმი ვალდებული იქნება PPP-სპრინციპით, სახელმწიფოსთან ერთად მოახდინოს საავადმყოფოების მართვა, ფლობა და ოპერირება.

პროექტით გათვალისწინებულია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ჯანდაცვის სისტემის პირველადი რგოლების ქსელის დაპროექტება, მშენებლობადა მართვა კლინიკური მომსახურების და ინფრასტრუქტურული მართვის ჩათვლით.

ცნობისთვის, სახელმწიფომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან თანხა გამოყო. რაც შეეხება ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს და ონკოლოგიურ საავადმყოფოს, ჯანდაცვის სამინისტრო მათ ოპერირებაზე ტენდერის გამოცხადებას ჯერ კიდევ გასულ წელს აპირებდა. მაშინ სამინისტროში განმარტავდნენ, რომ საუბარი იყო არა სრულ გაყიდვაზე, არამედ კლინიკების კერძო სექტორთან ერთად ფლობაზე.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …