მთავარი » ჯანდაცვა » როგორ უნდა გავიგოთ, გვაქვს თუ არა ღორის გრიპი?
პრიველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს, ანუ არის თუ არა იმ რეგიონში დაფიქსირებული ღორის გრიპის შემთხვევა

როგორ უნდა გავიგოთ, გვაქვს თუ არა ღორის გრიპი?

როგორია ღორის გრიპის სიმპტომები? 

იგი არაფრით განსხვავედება სეზონური გრიპის სიმპტომებისგან. პაციენტებს აღენიშნებათ მაღალი სიცხე, სისუსტე, მადის დაქვეითება, ხველა, ცემინება. ინფექცია ფილტვების მწვავე ანთებით რთულდება. დაავადების დიაგნოსტირება შესაძლებელია მოლოდ სპეციალური ლაბორატორიული კვლევით, რომელიც, სხვათა შორის, სქართველოშიც არის შესაძლებელი, თუმცა საეჭვო შემთხვევაში უცხოეთის ძლიერ ლაბორატორიებში ხდება ჩვენთან მიღებული მონაცემის გადამოწმება.

ალბათ ყველას დაებადება კითხვა: თუ ღორის გრიპის სიმპტომები ჰგავს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებს, როგორ უნდა მიხვდეს საწყის ეტაპზე დაავადებული და თავად ექიმიც, რომ ამ საშიშ ინფექციასთან აქვს საქმე? პრიველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს, ანუ არის თუ არა იმ რეგიონში დაფიქსირებული ღორის გრიპის შემთხვევა, სპეციალისტები გვირჩევენ, ამ სიმპრომების აღმოჩენისთანავე ვიხმაროთ ანტივირუსული პრეპარატები – ტამიფლუ ან რელენზა. უნდა ითქვას, რომ ეს პრეპარატები საკმაოდ ძვირად ღირებულია და ყველას არ ხელეწიფება მათი შეძენა.

საქართველოში ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა დავადების არც ერთი შემთხვევა. თუმცა, ალბათ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს პრეპარატის გაიაფებაზე, ანუ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ხაზინიდან უნდა მოხდეს პრეპარატის ფასის ანაზღაურება.

შეიძლება თუ არა დაავადებისგან განკურნება? 

კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ ორი ანტივირუსული პრეპარატი – Tamiflu და Relenza – ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტურია, თუ მას სიმპტომების გაჩენისთანავე მიიღებს დაავადებული. ამ წამლების მარაგი პანდემიის შემთხვევაში აქვთ მესამე რიგის ქვეყნებშიც კი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პრეპარატების პროფილაქტიკის მიზნით მიღებას აზრი არ აქვს.

დაეხმარება თუ არა ადამიანს სეზონური ვაქცინაცია? 

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც ყოველწლიურად იცვლება, ახალი შტამისგან ადამიანის მხოლოდ მინიმალურად დაცვა შეუძლია.

შეძლებენ თუ არა მეცნიერები ისეთი ახალი ვაქცინის შექმნას, რომელიც დაიცავს ადამიანს ღორის გრიპისგან? 

შეძლებენ მაშინვე, როგორც კი ახალი ვირუსი საფუძვლიანად იქნება შესწავლილი. მაგრამ ვაქცინის წარმოების შესაძლებლობები შეზღუდულია, და არსებული მეთოდების გათვალისწინებით, მის შემუშავებასა და გავრცელებას შეიძლება 4-5 თვე დასჭირდეს. ვაქცინის დახმარებით შეიძლება, მოხერხდეს პანდემიის მეორე ტალღის შეჩერება.

საშიშია თუ არა ღორის ხორცის ჭამა? 

კარგად დამუშავებული ღორის ხორცისგან მომზადებული კერძების ჭამა საშიში არ არის, თუმცა ნახევრად უმი ინფიცირებული ღორის ხორცი რამდენადმე საშიშია.

marshalpress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …