როგორ მოვემზადოთ მსოფლიო რბენისთვის ისე, რომ მეორე დღეს ფეხზე ადგომა შევძლოთ? Jandacva.ge მარათონამდე 2 დღით ადრე Pop Sugar-ის ფიტნეს კონსულტანტ დომინიკ ასტორინოს მიერ შემოთავაზებულ აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევების ხუთეულს გთავაზობთ.
- ჭამეთ ბანანი. გამოცდილი ინსტრუქტორი მიიჩნევს, რომ ნახშირწყლებითა და ვიტამინებით მდიდარი ბანანი კუნთების მოძლიერებისა და ორგანიზმში გლუკოზის ბალანსის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია.
- წყალი, წყალი და ისევ წყალი. დეჰიდრაცია ორგანიზმს ძალას აცლის. შეეცადეთ მიიღოთ ბევრი წყალი არა მხოლოდ რბენის წინ,არამედ მის შემდეგაც რამდენიმე დღის განმავლობაში.
- დაისვენეთ და იკვებეთ სრულყოფლად. დიახ, საკმარისი ძილი და ბალანსირებული საკვები ორგანიზმისთვის ძალების აღდგენისა და მოკრების საუკეთესო გზაა.
- ზომიერად ივარჯიშეთ. გაწელვები კუნთებს მოდუნების საშუალებას არ მისცემს. ამასთან, ის სისხლის ცირკულაციის მოწესრიგებას უზრუნველყოფს.
- შეიზილეთ ყინული – ეს იმ შემთხვევაში თუ რბენის შემდეგ სხეულის რომელიმე ნაწილის დაჭიმულობას და ტკივილს უჩივით.