მთავარი » მსოფლიო » როგორ იცვლება ვაქცინირებული ადამიანების ცხოვრება

როგორ იცვლება ვაქცინირებული ადამიანების ცხოვრება

ბევრ ადამიანს იმედი აქვს, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა მომენტალურად დააბრუნებს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში – „არანაირი ნიღაბი და დისტანცირება, მეგობრებთან ჩახუტება, შეხვედრები“ – წერს გამოცემა wsj.com და იქვე აღნიშნავს, რომ რეალობაში ყველაფერი გაცილებით რთულადაა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოსცა. CDC აცხადებს, რომ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს ყოველგვარი უსაფრთხოების გარეშე შეუძლიათ დახურულ სივრცეში სხვა ადამიანებთან ერთად შეკრება, რომლებიც ასევე არიან სრული დოზით აცრილები.

ამასთან, ვაქცინირებულ ადამიანებს შეუძლიათ არავაქცინირებულ პირებთან ერთად ყოფნა ნიღბისა და დისტანცირების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ არავაქცინირებული პირები ჯანმრთელები არიან და არ შედიან Covid-19-ის რთულად გადატანის რისკჯგუფში.

თუმცა CDC მოუწოდებს სრულად ვაქცინირებულ პირებს, გააგრძელონ უსაფრთხოების ზომების დაცვა საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე საშუალო და მსხვილმასშტაბიან კერძო შეკრებებზე.

CDC და ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ვიდრე კოლექტიურ იმუნიტეტს არ მივუახლოვდებით – როდესაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაცული იქნება ვაქცინით ან ბუნებრივი ინფექციით, რათა ვირუსმა ვერ შეძლოს ადვილად გავრცელება – საჭიროა ნიღბების ტარება, დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებების თავიდან არიდება.

CDC-ის რეკომენდაციებში წერია, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია ვაქცინების დაცვის ხანგრძლივობა და ვირუსის ახალი სახეობების მიმართ მისი ეფექტურობა.

„არ მგონია, რომ ადამიანები სავსე ბარებში უნდა გაიქცნენ, სადაც ადამიანები ერთმანეთს უყვირიან, მაგრამ ისეთი ურთიერთობა, რომელიც ადამიანური ბუნების ნაწილია და რომელიც ბევრი ადამიანისთვის შეწყდა, შესაძლოა განახლდეს,“ – აცხადებს  ბოსტონის კლინიკის ინფექციური განყოფილების კლინიკური დირექტორი პოლ ე. საქსი.

რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც უფროსები ვაქცინირებულები არიან, ბავშვები კი არა, რადგან ცნობილია, რომ 16 წლამდე პირებისთვის კოვიდ-ვაქცინა არ გამოიყენება.

„ეს იქნება ერთერთი იმ პრობლემებს შორის, რომელსაც ოჯახები სიფრთხილით უნდა მიუდგნენ,“ – აცხადებს ჯონ ჰოპკინსის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგიის პროფესორი ქრის ბეირერი.

გამოცემას მოჰყავს კიდევ ერთი მედიკოსის სიტყვები, რომელიც ოჯახებს ურჩევს, გააგრძელონ უსაფრთხოების ზომების მიღება ბავშვებთან ურთიერთობის დროს. ხოლო თუ ოჯახები სხვა ოჯახებს ხვდებიან, ეს უკვე სარისკო სცენარია, რომელიც არ არის რეკომენდებული.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …