მთავარი » ჯანდაცვა » როგორ გავზომოთ ტემპერატურა ბავშვებში?
არ არის სწორი განვსაზღვროთ ბავშვის ტემპერატურა კანზე შეხებით. ეს არის ტაქტილური ტემპერატურა და დამოკიდებულია სუბიექტურ შეგრძნებაზე.

როგორ გავზომოთ ტემპერატურა ბავშვებში?

ბავშვებში ტემპერატურის გაზმომვა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. ყველაზე ზუსტი არის რექტალური და ორალური (პირის ) თერმომეტრია, თუმცა ამ უკანასკნელის გამოყენება შესაძლებელია 4-5 წლის ასაკიდან, ტემპერატურის გაზომვის ტექნიკიდან გამომდინარე.

ტემპერატურის გაზომვა იღლიაში ნაკლებ ზუსტია, მაგრამ ის გამოიყენება ახალშობილებში , სამ თვემდე ასაკის ბავშვებში და იმ მოზრდილ პაციენტებში, ვისაც არ შეუძლიათ ორალური თერმომეტრია. შუბლის და ყურის თერმომეტრიაც ნაკლებ ზუსტია, ვიდრე რექტალური და პირის თერმომეტრია, რის გამოც ხშირად საჭირო ხდება მონაცემების დაზუსტება.

არ არის სწორი განვსაზღვროთ ბავშვის ტემპერატურა კანზე შეხებით. ეს არის ტაქტილური ტემპერატურა და დამოკიდებულია სუბიექტურ შეგრძნებაზე. 

ტემპერატურის გასაზომვად ყველაზე ხშირად გამოიყენება ციფრული თერმომეტრები. მათი მრავალნაირი სახე არსებობს. ვერცხლისწყლის შემცველი თერმომეტრების გამოყენება არ არის რეკომენდირებული, თერმომეტრის გატეხვის დროს ვერცხლისწყლის მაღალი ტოქსიკურობის გამო. თუ ციფრული თერმომეტრი არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ ვერცხლისწყლის შემცველი თერმომეტრი ფრთხილად დაიქნიეთ.

Pediatry

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …