მთავარი » მსოფლიო » როგორ ებრძვიან ჰაერის დაბიძნურებას მსოფლიოში
როგორ ებრძვიან ჰაერის დაბიძნურებას მსოფლიოში - 7 მეტრიანი ნაგებობა ე.წ. „სმოგის ცათამბჯენი“ჰაერს მტვრის ნაწილაკებისგან ასუფთავებს.

როგორ ებრძვიან ჰაერის დაბიძნურებას მსოფლიოში

7 მეტრი სიმაღლის ნაგებობა, რომელიც პეკინის ქუჩებში გამოჩნდა საათში 30 000 კუბურ მეტრ ჰაერს მტვრის ნაწილაკებისგან ასუფთავებს. ე.წ. „სმოგის ცათამბჯენი“ ამისთვის 1,400 ვატ ელექტროენერგიას იყენებს.

გარდა იმისა, რომ შენობა ჰაერს ასუფთავებს, ის მტვრის ნაწილაკებისგან (PM10 და PM2.5), რომელიც საათნახევრის განმავლობაში მუშავდება ტექნოლოგიაში, სპეციალურ სამკაულსაც ქმნის.

მოწყობილობა ამისთვის მაღალ წნევას იყენებს. გამოცემა CNN წერს, რომ ჰაერის გამწმენდი ტექნოლოგია Delft-ის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარმა შეიმუშავა, მისი დიზაინი კი 2014 წელს, ჩინეთში აშენებული 32 სართულიანი სასტუმროს მსგავსია.

ამჯერად მოწყობილობა საპილოტე რეჟიმში ერთ-ერთ პარკშია დამონტაჟებული და მისი შემქმნელების განცხადებით, ჰაერის გასუფთავების მაჩვენებელი 75%-ს შეადგენს. საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ ჰაერის გამწმენდი კოშკები პეკინის ქუჩებში სექტემბრიდან დაიდგმება.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …