რაქიტი D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული სწრაფად მზარდი ბავშვების დაავადებაა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს დაბადებისთანავე ან განვითარდეს შემდგომში.
შემდგომში განვითარებული რაქიტი არც მეტი, არც ნაკლები შეიძლება მშობლების უყურადღებობით იყოს გამოწვეული.
ალბათ ახალგაზრდა მშობლების უმრავლესობამ არ იცის, რომ შეიძლება ბავშვს მხოლოდ იმიტომ დაეწყოს რაქიტის განვითარება 5 დღე ზედიზედ რომ არ გაასეირნეს სუფთა ჰაერზე. თუ პატარას შეატყვეთ მოუსვენრობა, აგზნებადობა, კრთომები, ძილის დარღვევა, ოფლიანობა, რაქიტული სიქაჩლე, შესაძლოა ცვლილებები კუნთოვანი და ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ, მაშინ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თქვენ პატარას შეიძლება რაქიტის ნიშნები არ ქონია აქამდე, მაგრამ განუვითარდა არასწორი კვებისა და რეჟიმის გამო.
კვებეთ პატარა რაც შეიძლება მეტი D ვიტამინით გამდიდრებული საკვებით და არა მხოლოდ კალციუმით. ზოგიერთს ჰგონია, რომ კალციუმის ნაკლებობა იწვევს რაქიტს ეს კი ასე არაა. თუ ორგანიზმი, მით უფრო პატარას ორგანიზმი არ იღებს საკმარისი რაოდენობის D ვიტამინს, ის ვერც კალცის ათვისებას ვერ შეძლებს, რადგან D ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს აითვისოს კალციუმი.
რაც ყველაზე მთავარია, ნუ შეგეშინდებათ სუსხიანი ზამთრის და რაც შეიძლება მეტ ხანს გყავდეთ თქვენი, თუნდაც სულ პაწაწინა შვილი სუფთა ჰაერზე.
Ihow.ge