გაზაფხულის და ზაფხულის პერიოდში ენერგიის ნაკლებობას ბევრი ადამიანი უჩივის, მათ შორის — ახალგაზრდებიც.
ამის მიზეზი დაბინძურებული გარემო, გენმოდიფიცირებული საკვები, სტრესი, უძილობა და რაღათქმაუნდა დაძაბული სამუშაო გრაფიკია. გირჩევთ, დღის და ღამის საკვები დანამატი მიიღო, რომელიც ორგანიზმს ვიტამინებით მოამარაგებს და ენერგიით აავსებს. აი ისიც: გაიცანი „მზე“ და „მთვარე“.
„მზე“ და „მთვარე“ ბუნებრივი დანამატებია, რომლებიც ორგანიზმს ვიტამინებით და მინერალებით ამარაგებს და უჯრედების სტრუქტურულ მთლიანობასთან ერთად, ადამიანის ზოგად ჯანმრთელობასაც აუმჯობესებს. მათი სისტემატურად მიღებით დილით მეტ ენერგიას იგრძნობ, ღამე კი უკეთ დაგეძინება: „მზე“ დილაობით მიიღება, მთვარე კი — „საღამოობით“.
ორივე დანამატის ინგრედიენტები ერთმანეთს ავსებენ და უჯრედების კომპლექსურ კვებას განაპირობებენ: დილას და საღამოს ორგანიზმს სხვადასხვა ნივთიერებების მიღება სჭირდება. „მზე“ დატვირთულია ნივთიერებებით, რომლებიც ორგანიზმს მაქსიმალურად აცოცხლებს და ენერგიას მატებს, „მთავრე“ კი მას რეგენერაციისთვის საჭირო ელემენტებით ამდიდრებს.
შემადგენლობა
„მზე“ და „მთვარე“ ორგანიზმისთვის ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ინგრედიენტებს შეიცავს, როგორიცაა B12, რკინა, მაგნიუმი, კოენზიმ Q10, ქოლინი, L-ლაქტრინიტი, რიბოზა, ფერმენტები, ამინომჟავები, მინერალები და მცენარეული ექსტრაქტები.
მაგნიუმის, რკინის, B12-ის და რიბოფლავინის მიღება დაღლილობის შეგრძნებას ხსნის, თუთია კი მათთან ერთად უჯრედების გამრავლებას უწყობს ხელს. A ვიტამინი უჯრედების გამართულად მუშაობისთვისაა აუცილებელი, პანტოთენის მჟავა კი შრომისუნარიანობიას აუმჯობესებს. რკინა და თუთია, ასევე, მეხსიერების შენარჩუნებასაც უწყობს ხელს; კალციუმი, მაგნიუმი და D ვიტამინი ძვლებს და კბილებს ამაგრებს.
„მზის“ და „მთვარის“ მიღებით თმის და ფრჩხილების სტრუქტურის გაუმჯობესებასაც იგრძნობ, რასაც მათში შემავალი ნივთიერებები — თუთია და სელენი განაპირობებს. სპილენძი და მანგანუმი შემაერთებელ ქსოვილს ამყარებს, მაგნიუმის და კალციუმის ერთობლივი მოქმედებით კი კუნთოვანი ქსოვილის გაახალგაზრდავება ხდება. უჯრედისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან ნუტრიენტთან ერთად, დანამატი დიდი დოზით ბოჭკოს, ენზიმებს და პრობიოტიკებს შეიცავს, რაც საკვების მონელებას უწყობს ხელს და ორგანიზმის მიერ მინერალების ეფექტურად შეწოვას განაპირობებს.
„მზის“ და „მთვარის“ წარმოება გერმანიაში ხდება, მხოლოდ ბუნებრივი ექსტრაქტების გამოყენებით. ორივე მათგანი აბსოლუტურად სამარხვო, ვეგანური პროდუქტია — არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ნივთიერებებს: გლუტენს და ლაქტოზას.
მიღების წესები
დანამატის გახსნა არ შეიძლება რძეში, თუმცა დასაშვებია ნატურალურ ახლადგამოწურულ უშაქრო წვენებში. შეგიძლია დალიო ჭამის დროს ან ჭამამდე. ორივე მათგანი კარგად უნდა გახსნა 100 მლ. წყალში და ისე მიიღო — „მზესაც“ და „მთვარესაც“ კენკრის სასიამოვნო გემო აქვს.
1. თუ დიაბეტი გაქვს, სანამ დანამატების მიღებას გადაწყვეტ, აუცილებლად გაიარე კონსულტაცია ექიმთან.
2. „მზე“ კოფეინს შეიცავს, რის გამოც მის მიღებას არ ურჩევენ ორსულებს, თუმცა თუ ექიმი ნებას დაგრთავს, შეგიძლია ორსულობისას „მთვარე“ მიიღო: ორსულები ზოგადად სასარგებლო საკვები ნივთიერებების ნაკლებობას განიცდიან და ამიტომ საკავები დანამატების მიღება ესაჭიროებათ.
3. თუ გსურს, დანამატი ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს მისცე, ამის შესახებაც აუცილებლად ჰკითხე ექიმს.