Roche-სა და Blueprint Medicine-ს შორის მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგება დაიდო. შეთანხმების მიხედვით შვეიცარიული Roche პირველ ეტაპზე Blueprint Medicine-ს 45 მილიონ დოლარს გადაუხდის.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში კომპანია Roche რამდენიმე ახალ პროდუქტს ჩაუშვებს გამოსაკვლევად. Blueprint Medicine-ს კი ამ პროდუქტების კომერციალიზაცია, მოგებს წყაროდ გადაქცევა დაევალება. კვლევის დასრულების შემდეგ, Roche სხვადასხვა ქვეყნებში პროდუქციის რეალიზაციას მიჰყოფს ხელს.
Roche ისარგებლებს ექსკლუზიური უფლებით მოახდინოს სხვადასხვა სახის ექსპერიმენტული პრეპარატების გაყიდვა. Blueprint Medicine-ი კი ამ პრეპარატების პრე-კლინიკურ და კლინიკურ გამოკვლევებს უზრუნველყოფს.