მთავარი » ჯანდაცვა » რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა
ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.

რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას ფრაქციის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივითა და კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის – “ახალი სიცოცხლე” მხარდაჭერით ჩაუტარდა.

სამედიცინო გამოკვლევები 150-მდე მოქალაქეს, მათ შორის, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე, სკოლებისა და საბვშვო ბაგა-ბაღების პედაგოგებს ჩაუტარდათ.

ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლებს კონსულტაციას ზოგადი ქირურგი, გინეკოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ექოსკოპისტი და ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალი ექიმები უწევდნენ. საჭიროების შემთხვევაში კი, პაციენტებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

რიმა ბერაძემ აღნიშნულ კლინიკას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებების ფარგლებში თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის ინიციატივით ანალოგიური აქცია მეხუთედ ტარდება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …