ფარმაცევტულ ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას განსხვავებულად შეხვდნენ საზოგადოებაში.
ამ საკითხს ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრი რევაზ შავლოხაშვილი:
„ზოგადად, ძალიან ლიბერალური დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხის მიმართ. რაც უფრო მეტი კომპანია იქნება ბაზარზე, მით უკეთესი. იქნება დიდი კონკურენცია და ფასებიც დაიწევს. რაც შეეხება კომპანიის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში, როგორც ყველაფერი, ეს საკითხიც ზედმეტად პოლიტიზებულია. სხვა მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნე, ყველანაირად მივესალმები ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენას, მაღალ კონკურენციას და ამის შედეგად დაწეულ ფასებს“, – განაცხადა რევაზ შავლოხაშვილმა.