ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს 5-მა ექიმმა და ორმა მედდამ პოლონეთში კვალიფიკაცია აიმაღლა.
ქალაქ მილიჩის საავადმყოფოში მედიკოსებმა ერთთვიანი სტაჟირების კურსი გაიარეს. მკურნალობის თანამდეროვე მეთოდები, ელექტრონულ ბაზაზე წვდომის პრაქტიკა, ღეროვანი უჯრედების გამოყვანა, კვლევა და მკურნალობის სტანდარტები-ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებსაც სამედიცნო სფეროს წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში გაეცნენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრი ზაალ მიქელაძე მათ უცხოეთში შესწავლილი მეთოდების რეგიონში დასანერგად მხარდაჭერას დაჰპირდა.