მთავარი » ჯანდაცვა » რესპუბლიკურ საავადმყოფოში საოჯახო მედიცინის ცენტრი გაიხსნა
რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრი ამოქმედდა. იგი დღეს მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ დაათვალიერა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში საოჯახო მედიცინის ცენტრი გაიხსნა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრი ამოქმედდა. იგი დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ დაათვალიერა.

საოჯახო მედიცინის ცენტრის მხრიდან ვირუსული პაციენტების მომსახურება როგორც ადგილზე მისვლის, ისე გამოძახების პრინციპით, 24 საათის განმავლობაში მოხდება. ოჯახის ექიმები, ადგილზე მისულ პაციენტებს მოემსახურებიან, ასევე გამოძახებებზე ჯანდაცვის მინისტრისა და სამინისტროს სხვა თანამშრომლების სამსახურებრივი მანქანებით გავლენ.

პაციენტებს სამედიცინო კონსულტაციას დღე-ღამის განმავლობაში სხვადასხვა სპეციალიზაციის სულ 24 ექიმი გაუწევს. მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული კვლევებიც ჩაუტარდებათ.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …