მთავარი » ჯანდაცვა » სამი საავადმყოფოს რეკონსტრუქცია ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით განხორციელდება
ტენდერის პირობების თანახმად, იგეგმება სამი საავადმყოფოს შენობის რემონტი, რეკონსტრუქცია ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით. ასევე აღჭურვა უახლესი აპარატურით.

სამი საავადმყოფოს რეკონსტრუქცია ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით განხორციელდება

საპარტნიორო ფონდმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად სახელმწიფოკერძო პარტნიორობის მოდელის მქონე კვალიფიციური და გამოცდილი ინფრასტრუქტურული კონსორციუმების შერჩევის მიზნით,ჯანდაცვის სფეროს ობიექტებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნული ტენდრი თბილისის სამ დიდ საავადმყოფოს, მათ შორის აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის, უნივერსალური სამედიცინო ცენტრისა და  ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეკონსტრუქციასა და ექსპლუატაციას ითვალისწინებს.

უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ქირურგი-ონკოლოგი დავით ღოღობერიძე ტენდერის მოსალოდნელ ცვლილებებსა და  შედეგების დადებით მხარეებზე საუბრობს:

„ტენდერის მოსალოდნელი შედეგები პირობებიდან გამომდინარე უკვე ნათელია, რაც საავადმყოფოების დროული და აუცილებელიც იყო. ონკოლოგია საქართველოში ოფიციალურად  1946 წლიდან არსებობს. ონკოლოგიური საწოლები გახსნილი იყო ჯერ კიდევ 1938 წელს, ხოლო 1939 წლიდან ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, დისპანსერთან ერთად გაიხსნა.

პირადად ონკოლოგიაში  1971 წლიდან ვმუშაობ. დღეს ამ მიმართულებით უამრავი პრობლემა დაგროვდა. აპარატურა მოძველებულია და ის განახლებას საჭიროებს.  ტენდერი დორული და აუციელებელი იყო. საბოლოო ჯამში, ახალი ინვესტორი დაეხმარება საავადმყოფოს და განვითარების  მიმართულებით წაიყვანს მას“.

ტენდერის პირობების თანახმად, იგეგმება  სამი საავადმყოფოს შენობის რემონტი, რეკონსტრუქცია ან მშენებლობა ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით. ასევე, მოხდება მათი აღჭურვა უახლესი აპარატურით, ხოლო პერსონალი გაივლის ატესტაციას და სწავლებას პერონალის განვითარების სპეციალური პროგრამის შესაბამისად.

bfm.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …