დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ე.წ ღორის გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ცენტრის სპეციალისტები რისკ ჯგუფის მქონე პირებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გააადგილებისგან და დაიცვან ჰიგიენის ნორმები. ასევე მედიკოსები მოქალაქეებს ურჩევენ იმ შემთხვევაში, თუ მათ პირველადი სიმპტომები გამოუვლინდებათ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს დაუყოვნებლივ მიმართონ.
„სამწუხაროდ სამი ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს. ბოლო გახლავთ გალის რაიონიდან, რომელიც მკურნალობდა, გალში დაეწყო ეს მოვლენები და დაახლოებით 5-6 დღის შემდეგ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას ზუგდიდში, სადაც სწრაფად დაეწყო ანტივირუსული მკურნალობა და ზუგდიდში დაიღუპა. პირველივე სიმპტომების დასაწყისში ეს არის მაღალი ტემპერატურა, ხველა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი და ასე შემდეგ.
ბავშვებზე განსაკუთრებით საყურადღებოა გულისრევა, ღებინების სიმპტომები, რომ მივმართოთ ექიმს“, – განუცხადა „ქრონიკას“ დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.