აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. რეკომენდაცია ალერგიის თავიდან ასაცილებლად
- ხშირად გაანიავეთ და სველი წესით დაალაგეთ ბინა
- საწოლი ოთახიდან გაიტანეთ ხალიჩები,რბილი ხაოიანი გადასაფარებლები, ფარდები და წიგნები
- კვირაში ერთხელ გაამზიურეთ, გაბერტყეთ ან მტვერსასრუტით გაწმინდეთ საბნები,ლეიბები და ბალიშები
- ხშირად გამოცვალეთ თეთრეული
- რეგულარულად რეცხეთ გადასაფარებლები და საწოლი ოთახის ფარდები
- გამოიყენეთ ანტიალერგიული ლოგინი
- ერიდეთ ალერგიულ პროდუქტებს
- ყოველი ახალი საკვები მიირთვით მცირე ულუფებით
- ყურადღებით წაიკითხეთ საკვების შემადგენლობა
- დაუყოვნებლივ გადაყარეთ ძველი და დაობებული პროდუქტები
- შეარჩიეთ არაალერგიული კოსმეტიკური საშუალებები
- არ ჩაიცვათ სინთეთიკური და შალის სამოსი შიშველ ტანზე
- ატარეთ ბამბის საცვლები
- არ ჩაიცვათ ახალ შეძენილი ტანსაცმელი გაურეცხავად
- ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღოთ არც ერთი მედიკამენტი
- ყვავილობის პერიოდში მოერიდეთ ფეხით სიარულს შუადღისას
- გაისეირნეთ ახლად ნაწვიმარზე
- თავი აარიდეთ ძლიერ სიცივეს და სიცხეს, მზეზე გარუჯვას
- მოერიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას,ოფლიანობას,ქლორიან აუზში ბანაობას
- მწერებისგან თავდასაცავად არ იხმაროთ სუნამო და სურნელოვანი პარფიუმერია
- არ ჩაიცვათ კაშკაშა ფერის, ყვავილებით მოჩითული ტანსაცმელი
- შინაური ცხოველი უმჯობესია დააბინაოთ ეზოში და არა თქვენს საძინებელ ან სამუშაო ოთახში
- ინფორმაცია თქვენი ალერგიულობის შესახებ დაწერეთ ფურცელზე და მუდამ იქონიეთ თან პირადობის მოწმობასთან ერთად
სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია: სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით.