მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » რეგიონული შეხვედრა „ გზა წარმატებისკენ “ დაიხურება
რეგიონული შეხვედრა „ გზა წარმატებისკენ “ დღეს იხურება. საქართველოს მთავრობასა და გლობალურ ფონდს შორის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება,

რეგიონული შეხვედრა „ გზა წარმატებისკენ “ დაიხურება

რეგიონული შეხვედრა „ გზა წარმატებისკენ “ დღეს იხურება. საქართველოს მთავრობასა და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდს შორის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ხოლო გლობალური ფონდიდან – ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – მარკ დაიბლი.

შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (GFATM) მიერ შემოღებულ დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA) ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ საერთაშორისო დაფინანსებიდან, ეროვნულ დაფინანსებაზე გადასვლის გზები და დაიწყონ შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება, რომელიც შემდგომ 5 წლის განმავლობაში განსაზღვრავს დონორულ და ეროვნულ დაფინანსებასთან დაკავშირებულ დეტალებს.

რეგიონულ შეხვედრაში, საქართველოსთან ერთად მონაწილეობენ ევროკავშირის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების (EECA) წარმომადგენლები, მათ შორის: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, მოლდოვა, რუმინეთი, სერბეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი. 300-ზე მეტი დელეგატი, 30 ქვეყნიდან 3 დღის განმავლობაში (28-30 სექტემბერი) თბილისში, გლობალური ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდნენ.

რეგიონალურ შეხვედრაში ასვე მონაწილეობას იღებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ჟუჟანა ჯაკაბი, ლიტვის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, რეგიონის ქვეყნების მაღალი თანამდებობის მქონე პირები (მინისტრის მოადგილეები, ტუბერკულოზისა და შიდსის პროგრამების ეროვნული კოორდინატორები), გაეროს პროგრამების წარმომადგენლები.

info9.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …