მთავარი » ჯანდაცვა » რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა შეემატება
რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა შეემატება

რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა შეემატება

რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრის ავტოპარკს 20 ახალი მანქანა შეემატება.

რაიონული სამსახურებისთვის გადაცემამდე, ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში განთავსებულ ავტომობილებს პირადად დაათვალიერებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანები საქართველოს ყველა რეგიონში განაწილდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, 20 მაღალი გამავლობის სპეც-მანქანა რაიონულ სამსახურებს საჭიროების მიხედვით გადაეცემა.

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 180 საშუალო და მაღალი გამავლობის ავტომობილი 2014 წელს გადაეცა. 20 ახალი სპეც-მანქანების დამატების შედეგად, ცენტრის ავტოპარკი სრულად განახლდება.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …