მთავარი » მსოფლიო » რეანიმაციის 235%-ით  და გარდაცვალების 133%-ით გაზრდილი რისკი – მეცნიერებმა დელტა-ვარიანტის საფრთხეები „დათვალეს“

რეანიმაციის 235%-ით  და გარდაცვალების 133%-ით გაზრდილი რისკი – მეცნიერებმა დელტა-ვარიანტის საფრთხეები „დათვალეს“

კანადაში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ დელტა-ვარიანტი ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის რისკებს მკვეთრად ზრდის. კვლევის შესახებ მონაცემებს გამოცემა www.cmaj.ca აქვეყნებს.

2021 წლის თებერვლიდან ივნისამდე პერიოდში კანადაში, ონტარიოს შტატში, SARS-CoV-2-ს საწყისი შტამი ახალი მუტაციის შტამებმა ჩაანაცვლა. პირველ რიგში ესენია ალფა, ბეტა და გამა ვარიანტები, რომლებსაც დელტა შტამი მოჰყვა.

კვლევის ავტორების თქმით, დადასტურებულია ამ ამ შტამების გაზრდილი გადამდებლობა, თუმცა ცნობები მათი ვირულენტობის ანუ დაავადების გამოწვევის ინტენსივობის უნარის შესახებ შეზღუდულია.

მეცნიერებმა ჰოსპიტალიზაციის, ინტენსიურ თერაპიაში მოხვედრისა და ლეტალობის რისკის კუთხით შეისწავლეს ონტარიოში გამოვლენილი COVID-19-ის შემთხვევები, რათა შეეფასებინათ ამ შტამების ვირულენტობა სხვა შტამებთან შედარებით, რომლებიც „შემაშფოთებელი“ შტამების კატეგორიაში არ შედიან.

კვლევის დროს გათვალისწინებული იქნა კვლევაში ჩართული პაციენტების ასაკი, სქესი, თანმხლები დაავადებები, ორსულობის სტატუსი.

სულ კვლევაში 212 ათასი ადამიანი ჩაერთო. კვლევის შედეგების თანახმად, კოვიდ 19-ის დელტა ვარიანტით ინფიცირებისას 108%-ით იზრდება ჰოსპიტალიზაციის რისკი, 235% ით რეანიმაციაში მოხვედრის რისკი და 133% ით იზრდება გარდაცვალების რისკი.

კვლევის ავტორების თქმით, საფრთხის შემცველი შტამების გავრცელება უფრო დიდ და სასიკვდილო პანდემიას გამოიწვევს.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …