მთავარი » მსოფლიო » რეანიმაციებსა და საოპერაციოებში დარჩენილი ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია – უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

რეანიმაციებსა და საოპერაციოებში დარჩენილი ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია – უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული მდგომარეობის გამო  ოკუპირებული ტერიტორიები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამისშესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე  მიტანილი მტრული იერიშის გამო ჩვენი დროებით ოკუპირებული საავადმყოფოების ნაწილი ენერგომომარაგებისა და ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობის გარეშე დარჩა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ყველაზე მთავარი – ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც დღეს რჩებიან საოპერაციოებში, რეანიმაციებსა და ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე,“ – დაწერა მინისტრმა ფეისბუქზე.

ლიაშკომ დააკონკრეტა, რომ საუბარია, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილზე.

რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური ცენტრალური ელექტროქსელიდან ისევ გათიშულია. „ენერგოატომის“ ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზის მუშაობა აღდგენილია, თუმცა ორი ენერგობლოკის ქსელში ჩართვის სამუშაოები გრძელდება.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …