მთავარი » ჯანდაცვა » რაზე შეთანხმდნენ დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო
დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც სოციალურად დაუცველი პირების სტატუსებს გადაამოწმებს.

რაზე შეთანხმდნენ დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო

„ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პორტალ „კვირას” პრესკლუბში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გარკვეულ ხარვეზებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ის და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეთანხმდნენ იმაზე, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც სოციალურად დაუცველი პირების სტატუსებს გადაამოწმებს იმისათვის, რათა ყველა არსებული ხარვეზი დაკორექტირდეს და ყველა იმ ადამიანმა, რომელიც საჭიროებს სოციალურ დახმარებას, ეს დახმარება მიიღოს.

„ჩვენ შევქმნით შიდა გუნდს, რომელიც გადაამოწმებს იმ პირებს, რომლებსაც სოციალური სტატუსი მოეხსნათ. ეს შერჩევითობა გამოავლენს, რამდენად ხარვეზიანია ეს პროექტი. მოგვეცემა საშუალება, რომ დროულად დავაკორექტიროთ ის ხარვეზები, რომლებიც ცდომილებას იძლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორია ინფორმაციები კონკრეტულ პიროვნებებზე.

მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ასეთი პიროვნებები ნამდვილად არიან. არიან ოჯახები, რომლებიც სტატუსს საჭიროებენ, მაგრამ ვერ ღებულობენ. ამ მიდგომით ჩვენ პრევენციას გავაკეთებთ და დავინახავთ, კიდევ სად არის ხარვეზი.

მინდა ყველას მოვუწოდო, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ ცდილობენ სოციალურად დაუცველი ჯგუფებისა და პენსიონერების გამოყენებას წინასაარჩევნოდ. ნუ აკადრებენ ამას ამ კატეგორიის მოაქალაქეებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

kvira.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …