მთავარი » ჯანდაცვა » რას მიიჩნევს ხალხი მთავარ პრობლემად, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ამის ცოდნა მნიშვნელოვანია
"რა გაწუხებთ"? ინიციატივის მეშვეობით გამოიკვეთება, რას მიიჩნევს ხალხი მთავარ პრობლემად, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროსთვის.

რას მიიჩნევს ხალხი მთავარ პრობლემად, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ამის ცოდნა მნიშვნელოვანია

“გლობალური ალიანსი“ საქართველოს ხელისუფლებას ჯანდაცვის სფეროს რეფორმირებაში ეხმარება. „რა გაწუხებთ?“ ჯანდაცვის სამინისტროს და ალიანსის ერთობლივი სოციალური ინიციატივაა.

სპეციალური კითხვარების საშუალებით გამოვლინდება მოსახლეობის სურვილები და მოლოდინები ჯანდაცვის სფეროში. მიღებული შედეგების მიხედვით დაიგეგმება შემდგომი რეფორმები. კითხვარების შევსება შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.1505.ge და ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი პოზიტიურად აფასებს ამ ინიციატივას:

„საერთოდ, კვლევა და გამოკითხვა აუცილებლად უნდა ტარდებოდეს და საზოგადოების მოთხოვნები უნდა იცოდეს ხელისუფლებამ. ამ გამოკითხვის მეთოდიკაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მეცნიერული მეთოდიკით გამოკითხვის ჩატარება სწორი მიდგომაა, რადგან გვაძლევს სრულ სურათს – რაზე ამახვილებს ხალხი ყურადღებას და რა სჭირდება მას.

ამ ინიციატივის მეშვეობით გამოიკვეთება, რას მიიჩნევს ხალხი მთავარ პრობლემად, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროსთვის. საინტერესოა, რა ტიპის კითხვებს ვთავაზობთ მოსახლეობას და საბოლოოდ, შედეგების შეჯამებისას, რა რელევანტურ სურათს მოგვცემს ეს გამოკითხვა“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

1news.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …