ჰორმონალური დისბალანსი უამრავი დაავადების მაპროვოცირებელია. სამედიცინო ინტერნეტ პორტალი WebMD იმ მინიშნებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რაშიც მთავარ დამნაშავედ სწორე ჰორმონები მოიაზრებიან.
- მეტეორიზმი, რასაც ხშირად თან ახლავს უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში. დისკომფორტის მთავარი მიზეზი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ადამიანის განწყობაზეც მოქმედებს, სწორედ ჰორმონებია.
- არარეგულარული ციკლი. ნორმაში მენსტრუალურ ციკლს შორის შუალედი 21-დან 35 დღემდეა. იმ შემთხვევაში თუ თვიური აგვიანებს, ან პირიქით ადრე მოდის შესაძლოა ორგანიზმში ქალური ჰორმონების ესტროგენისა და პროგესტერონის ბალანსი არის დარღვეული.
- ძილის პრობლემები. უძილობა სწორედ ჰორმონალურ დისბალანსს უკავშირდება. სისხლში პროგესტერონის მაღალი დონე ღამით ფორიაქის, ფხიზელი ძილის, დღის განმავლობაში კი ქრონიკული დაღლილობის სინდრომის საფუძველი ხდება.
- ქრონიკული აკნე – ესეც ჰორმონების დანაშაულზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში მამაკაცური ჰორმონების ანდროგენების სიჭარბე კანის გაცხიმიანებას უწყობს ხელს, რაც ქრონიკული აკნეს მიზეზი ხდება.
- მეხსიერების პრობლემა – ესტროგენ-პროგესტერონის ბალანსის დარღვევა ადამიანს ფაქტების დამახსოვრების პრობლემებს უქმნის. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ამ მიზეზით შეიძლება წარმოიშვას ეს ყურადღების გაფანტულობაა.
ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეულ პრობლემებს შორის საპატიო ადგილს იკავებს შემდეგი ფაქტორები – წონაში მატება, აუხსნელი თავის ტკივილები, ლიბიდოს დაქვეითება, ვაგინალური სიმშრალე და მკერდის სტრუქტურის შეცვლა.