რა არის PPP -ს სარგებელი? უპირველესად ეს არის, ხარისხის ფასთან თანაფარდობა – კონკურენტული სატენდერო პროცესების მეშვეობით PPP (Public Private Partnership) მოდელის ხარჯთეფექტურობა პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზეა გათვალისწინებული.
შემდეგ კი ხელმისაწვდომობა – PPP-ს გამოყენებით დაფინანსების მოზიდვისას, მთავრობას შეუძლია წარმატებით განახორციელოს აუცილებელი ინვესტიციები მასშტაბურ ინფრასტრუქტურაში (რომელიც საჭიროა საზოგადოებისა და მოქალაქეებისთვის) და პროექტის ღირებულება დაფაროს გრძელვადიან პერიოდში, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების მიერ სარგებლის მიღებას ჩვეულებრივზე უფრო მალე.
ასევე პროექტის ვადებში შესრულება – სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ PPP მოდელი ძალზე წარმატებულია პროექტების ვადებში შესრულების მხრივ, რადგან პროექტთან დაკავშირებული რისკები სახელმწიფოსგან კერძო სექტორს გადაეცემა.
პროექტის ჩაბარება ბიუჯეტის ფარგლებში – ასევე სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ PPP მოდელი წარმატებულია პროექტის შეთანხმებული ბიუჯეტის ფარგლებში ჩასაბარებლად;
ერთი კონტრაქტი მთავრობას და კერძო სექტორს შორის – ეს გაცილებით ადვილია სამართავად და ბიუროკრატია მინიმუმამდეა დაყვანილი; ტექნიკური მომსახურება – კონკრეტული საავადმყოფოს მდგომარეობა, მისი ტექნიკური მახასიათებლები ნარჩუნდება ექსპლუატაციის პერიოდში, რადგან ტექნიკური მომსახურების ბიუჯეტი დეტალურადაა გაწერილი PPP კონტრაქტით.
რას მივიღებთ?: თანამედროვე, ინოვაციურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, უზრუნველყოფს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობის გაუმჯობესებულ შედეგებს თბილისელი პაციენტებისთვის.
ინვესტიცია ჯანდაცვის ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში სარგებელს მოუტანს ეკონომიკას და შექმნის შესაძლებლობებს ადგილობრივი კომპანიებისთვის და მოსახლეობის დასაქმებისთვის.