მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » რადიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა
რადიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი დღეს გაიხსნა. ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ გახსნა.

რადიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა

რადიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი დღეს გაიხსნა. ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ გახსნა.

კონგრესი მიზნად ისახავს რადიოლოგიაში და რადიაციულ ონკოლოგიაში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა და სპეციალისტთა შეხვედრასა და გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრაზე ასოციაციის მუშაობისა და ჩატარებული აქტივობების შესახებ ანგარიშს წარადგენს რადიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ფრიდონ თოდუა.

ღონისძიებაზე განხილული იქნება დიაგნოსტიკური რადიოლოგიის, ინტერვენციული რადიოლოგიის და სხივური თერაპიის უახლესი მიღწევები.

კონგრესში მონაწილეობას გამოჩენილი უცხოელი სპეციალისტები ავსტრიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, აშშ, თურქეთიდან მიიღებენ. ჩატარდა როგორც სამეცნიერო სესიები, ასევე სასწავლო ლექცია-სემინარები.

რადიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი დღეს გაიხსნა და 2 დღე გაგრძელდება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …