მთავარი » მსოფლიო » რადიაციული საფრთხის გამო, ევროკავშირი უკრაინას კალიუმის იოდიდის 5,5 მილიონ აბს მიაწვდის

რადიაციული საფრთხის გამო, ევროკავშირი უკრაინას კალიუმის იოდიდის 5,5 მილიონ აბს მიაწვდის

ევროკავშირი უკრაინას კალიუმის იოდიდის 5,5 მილიონ აბს მიაწვდის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ავარიის შემთხვევაში პოტენციური რადიაციული დასხივებისგან ადამიანების დაცვის მიზნით. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ევროკომისიამ ეს ნაბიჯი უსაფრთხოების პრევენციულ ზომად შეაფასა.

„აბები გამოყენებული იქნება შეზღუდულ შემთხვევებში,“ – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

მათივე მონაცემებით, აბების მიწოდება მათ უკრაინის მთავრობამ თხოვა, რათა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მომეტებული საფრთხეებისგან დაეცვა.

„არცერთი ატომური ელექტროსადგური არ უნდა იქნას გამოყენებული სამხედრო მოქმედებების თეატრად. დაუშვებელია, რომ სამოქალაქო პირების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგეს. ყველა ქმედება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს,“ – განაცხადა ევროკომისარმა კრიზისული მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა.

შეგახსენებთ: გუშინ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია კიევში ჩავიდა. 14 წევრისგან შემდგარი მისია, რომელსაც სააგენტოს დირექტორი, რაფაელ გროსი ხელმძღვანელობს კიევიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ მიმდინარე კვირის ბოლოს გაემგზავრება. გაერო-ს სააგენტოს მისიამ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების მონიტორინგი უნდა განახორციელოს. ბოლო რამდენიმე კვირაა, ზაპოროჟიეში მდებარე ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის ხშირი დაბომბვები მიმდინარეობს, რაშიც რუსული და უკრაინული მხარე ერთმანეთს ადანაშაულებენ.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …