მთავარი » მსოფლიო » რა ვიცით კორონავირუსის ინდურ შტამზე

რა ვიცით კორონავირუსის ინდურ შტამზე

რა ვიცით კორონავირუსის ე.წ. ინდურ შტამზე, რომლის პირველი შემთხვევების დადასტურების შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გუშინ განაცხადა.

საუბარია 5 შემთხვევაზე, რომელთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა, სამი კი უცხოეთის. ამ სამმა პირმა საქართველო უკვე დატოვა, საქართველოს მოქალაქეები კი ქვეყანაში იმყოფებიან და მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებენ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მათ ერთეული კონტაქტები ყავთ და ყველა მათგანი იზოლირებულია. იმის შესახებ, რომ რამდენიმე საეჭვო შემთხვევის შესწავლა მიმდინარეობდა, საზოგადოებამ რამდენიმე კვირაა იცის. ამიტომ კითხვა, რა საფრთხეებს უკავშირდება ვირუსის ეს სახეობა, საქართველოში უკვე რამდენიმე კვირაა აქტუალურია.

24 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  ავტორიზებული ვაქცინები პასუხობენ კორონავირუსის ახალ ვარიანტებს, თუმცა რომელი რა ხარისხით, ამაზე კვლევები მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინაციის მართვადი დაავადებების პროგრამების მენეჯერის, სიდართა დატას განცხადებით, „დღეს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ის ვაქცინა, რომელსაც მიღებული აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, პასუხობს კორონავირუსის ახალ ვარიანტებს, თუმცა რომელი რა ხარისხით, ამაზე მიმდინარეობს კვლევები. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირებული შტამების წინააღმდეგ ეს ვაქცინები მუშაობს. რაც შეეხება ინდურ შტამს, ის ახლახანს გამოჩნდა და ცნობილია, რომ ის ვაქცინა, რომელიც გამოიყენება ინდოეთში, ანუ „ასტრაზენეკა“, ვირუსის ინდურ ვარიანტშიც ამცირებს სიკვდილიანობის რაოდენობას.“

ფაიზერ-ბიოენტექის“ აღმასრულებელი დირექტორმა განაცხადა, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ით ეფექტურია.

როგორც უღურ შაჰინი აცხადებს, მათ უკვე ჩაატარეს კვლევა, რომლის წინასწარი შედეგების მიხედვითაც, „ფაიზერის“ ვაქცინა „კოვიდ-19“-ის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს, თუმცა ამ შემთხვევაში ორგანიზმში 20-25%-ით ნაკლებ ანტისხეულები წარმოიქმნება.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ვაქცინა ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ითაა ეფექტური“, – განაცხადა შაჰინმა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ის ე.წ. ინდური შტამი უფრო სწრაფად და იოლად გადამდებია და ამის გამო შეშფოთებას იწვევს, თუმცა მათივე განცხადებით, კვლევების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ევროპაში ჩატანილი ვაქცინები ამ შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის რამდენიმე კვირის წინანდელი განცხადების თანახმად კი,  ინდოელი კოლეგებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, “სინოფარმი“/”სინოვაკის” ტიპის ვაქცინები და “ასტრაზენეკა” კარგად მოქმედებს კორონავირუსის ინდურ შტამებზეც.

„ ერთია “სინოფარმი“/”სინოვაკის” ტიპის ვაქცინა, მეორე ესაა “ასტრაზენეკა“, ოღონდ ინდოეთში ნაწარმოები. ორივე ეს ვაქცინა ძალიან კარგად მუშაობს ინდურ შტამებზე, ამიტომ, ვაქცინების მხრივ პრობლემა არ არის. ის რაც ყველა სხვა შტამისგან იცავს – ანუ პირბადე და დისტანციის დაცვა, ძალიან კარგად მუშაობს ინდურ შტამზეც. ასე რომ, არაფერი დიდად არ შეიცვლება, უბრალოდ, ბრიტანული შტამის მსგავსად ის უფრო სწრაფად ვრცელდება,”-განაცხადა პაატა იმნაძემ.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …