„გლობალ ალიანსის“ და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას – „რა გაწუხებთ?“ ეხმაურება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ნანეიშვილი:
„რა გაწუხებთ?“ უაღრესად კარგი ინიციატივა და საშური საქმეა. საერთოდაც, ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტი ადრეც უნდა გაკეთებულიყო. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ძალიან დიდი და კარგი საქმეა და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ ჯანდაცვის სამინისტროს ამ შესანიშნავ საქმეში.
ფაქტობრივად, ეს აქცია ეპიდემიოლოგიურ კვლევასაც მოიცავს. სამწუხაროდ, ჩვენთან დაავადებათა სტატისტიკა იმ დონეზე არ არის განვითარებული, რომ ექიმებს დაეხმაროს კონკრეტული დასკვნების გამოტანაში. ეს ღონისძიება კი ხელს შეუწყობს სპეციალისტებს, რომ მიზნობრივად გარკვეული პრიორიტეტები გამოკვეთონ“, – განაცხადა თემურ ნანეიშვილმა.