მთავარი » ჯანდაცვა » რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს წყვილმა ორსულობის დაგეგმვადე?
უსაფრთხო დედობა და ჯანმრთელი ახალშობილი მოითხოვს ორსულობის წინა მომზადებას, რომელშიც ჩართული უნდა იყოს არა მარტო მომავალი დედა, არამედ პარტნიორი მამაკაციც.

რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს წყვილმა ორსულობის დაგეგმვადე?

ორსულობისთვის მომზადება აუცილებელია თავად ქალის ჯანმრთელობისთვის, ორსულობის უსაფრთხოდ მიმდინარეობისთვის და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

უსაფრთხო დედობა და ჯანმრთელი ახალშობილი მოითხოვს ორსულობის წინა მომზადებას, რომელშიც ჩართული უნდა იყოს არა მარტო მომავალი დედა, არამედ მისი პარტნიორი მამაკაციც.

სასურველია, რომ ორსულობისთვის მზადება დაიწყოთ ერთი წლით ადრე მაინც. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აუცილებელია ჯანსაღი წესის დაცვა – უარი უნდა თქვათ თამაქოს მოხმარებაზე, მამაკაცმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან, მნიშვნელოვანია ქალის დაბალანსებული კვება, ცხოვრების აქტიური სტილის არჩევა.

ორსულობის დაგეგმვის წინ აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება. პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ, რომ არც თქვენ და არც თქვენს პარტნიორს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები არ გაქვთ. ლაბორატორიული გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ აივ-ინფექციაზე, ჰეპატიტზე, ქლამიდიაზე, ტრიქომონაზე ურეაპლაზმაზე და მიკოპლაზმაზე, ჰერპესის ვირუსზე. მნიშვნელოვანია გამოკვლევა პაპილომას ვირუსზე, ციტომეგალოვირუსზე, B ჯგუფის სტრეპტოკოკზე. 

აღნიშნული ვირუსების არ გამოვლენის შემთხვევაში, რეკომენდირებულია იგივე ანალიზების გამეორება დროის გარკვეულ შუალედში. რომელიმე ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში დაინიშნება მკურნალობა, რომლის შემდეგ ჩაგიტარდებათ საკონტროლო ლაბორატორიული გამოკვლევები.

ორსულობისათვის მზადების ეტაპზე ქალმა აუცილებლად უნდა დაადგინოს სისხლის ჯგუფი და რეზუს-ფაქტორი. თუ ქალს  უარყოფითი რეზუს-ფაქტორი აქვს, გართულებების თავიდან ასაცილებლად ექიმები აუცილებელ პროფილაქტიკურ მკურნალობას წარმართავენ.

თუ ქალს აქვს შაქრიანი დიაბეტი, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან ღვიძლის დაავადებები, ონკოლოგიური პათოლოგიები და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია სპეციალისტის კონსულტაცია და დადგენა რამდენად უსაფრთხო იქნება ესა თუ ის პათოლოგია ორსული ქალისთვის და ნაყოფისთვის. სპეციალისტი დანიშნავს შესაბამის მკურნალობას და დაადგენს ორსულობისთვის მომზადების განსაკუთრებულ წესებს.

ორსულობისთვის მომზადებისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ინფორმაციას გქონდათ თუ არა გადატანილი წითურა. თუ ქალს ქალი არ ყოფილა ამ ინფექციით ინფიცირებული, აუცილებელია ჩატარდეს ვაქცინაცია. წითურა ძალიან საშიშია ორსული ქალისთვის. ვირუსი მოქმედებს ნაყოფზე და იწვევს სხვადასხვა სახის ანომალიებს ან მუცლის მოშლას.

ორსულობისთვის მზადება უნდა მოიცავდეს მედიკო-გენეტიკურ კონსულტაციებს და იმუნოლოგიურ გამოკვლევებს.

ორსულობის დაგეგმვას აუცილებელია სერიოზულად მიუდგეთ და ამით დაიცვათ საკუთარი თავიც და მომავალი შვილიც. სრულფასოვნად გავლილი მოსამზადებელი ეტაპი მინიმუმამდე ამცირებს ორსულობის პერიოდში რაიმე გართულების გამოვლენის რისკს.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …