საინტერესო ფაქტია, რომ მზეს შეუძლია გაართულოს პაციენტის მდგომარეობა, თუკი ის წამალს მზისგან არ იცავს.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მედიკამენტს შეფუთვაზე აწერია შენახვის პირობები, მომხმარებლებმა არ იციან თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს მზეს წამალზე.
იმ შემთხვევაში თუ მაღალი ტემპერატურის გავლენით მედიაკმენტმა შეიცვალა გარეგნული ფორმა, აუცილებელია პაციენტმა მიმართოს ფარმაცევტს და მისგან მიიღოს რჩევა, გამოსადეგია თუ არა მედიკამენტი მოხმარებისთვის, თუ ის შეცვლას საჭიროებს. თუკი აბი გაბზარულია, გატეხილია, ძალიან მკვრივია ან პირიქით, რბილი, მისი მიღება არაა რეკომენდებული. ასევე არ შეიძლება იმ მედიკამენტის მიღება, რომელმაც შეიცვალა ფერი, სუნი ან კონსისტენცია.
ინფორმაცია, რაც ყველა მომხმარებელმა უნდა იცოდეს:
1.აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი მედიკამენტი იწვევს დეჰიდრაციას
ზოგიერთ მედიკამენტს შეუძლია გამოიწვიოს დეჰიდრაცია, რომელიც შესაძლოა განსაკუთრებით სახიფათო იყოს ზაფხულში, რადგან ამ დროს უფრო მეტი სითხე იკარგება.
მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ დეჰიდრაციის გამოწვევა:
- ანტიჰისტამინური საშუალებები
- წნევის დამწევი საშუალებები
- ქიმიოთერაპიული მედიკამენტები;
- საფაღარათო საშუალებები;
- ყველა ის მედიკამენტი, რომლის გვერდით ჩვენებაში მითითებულია პირღებინება და ფაღარათი.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რჩევით, იმისათვის რომ თავი დავიცვათ დეჰიდრაციისგან ზაფხულში, აუცილებელია ბევრი სითხის მიღება, რაც ჩაანაცვლებს იმ მარილებსა და მინერალებს, რომლებიც ოფლის სახით ორგანიზმიდან გამოიდევნება. ამასთან, ცენტრის თანამშრომლები გვირჩევენ, ვატაროთ ღია ფერის ტანსაცმელი, გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები და ვეცადოთ, რომ შუა დღისას ვიყოთ შენობაში, რომელიც გრილდება კონდიციონერით.
2.არ დატოვოთ მედიკამენტები მანქანაში.
თუკი მანქანაში, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში იქნება მზის გულზე გაჩერებული, ნუ დატოვებთ მედიაკმენტს, ამით გარანტირებულად აქცევთ მას გამოუსადეგარ წამლად, რადგან დაირღვევა შენახვის ტემპერატურული პირობა. ზოგიერთი მედიკამენტი შეიძლება აფეთქდეს კიდეც ასეთ მაღალ ტემპერატურაზე. მაგალითად: ალბუტელორი. სხვა მედიაკმენტები კი მზეზე მოხვედრისას საერთოდ გამოუსადეგარი ხდება, მაგალითად ინსულინი, ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტები, ეპინეფრინი. ლორაზეპამისა და დიაზეპამის მოქმედების ეფექტურობა კი მცირდება 25-75%-ით. ამიტომ, უმჯობესია თუ მედიკამენტს ჩანთაში მოვათავსებთ და მანქანაში არ დავტოვებთ, სადაც ის აუციელბლად გაფუჭდება.
3.არ უნდა დაგავიწყდეთ ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები
სითბო და ტენიანობა ასპირინის აბებს აქცევს ძმარმჟავად და სალიცილის მჟავად, რასაც შეუძლია გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება. სხვა ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები უბრალოდ კარგავს ეფექტიანობას, როდესაც მათ ცხელ, ნოტიო გარემოში ინახავენ. სტერილური ბამბაც კი როცა ის დანოტივდება, აფუჭებს სხვა მედიკამენტს, რომელიც არის კაფსულებში ან აბებში.
4.უნდა იცოდეთ რომელი მედიკამენტია განსაკუთრებით სენსიტიური მზეზე
ტემპერატურული პირობების დარღვევა ბევრ რეცეპტით და ურეცეპტოთ გასაცემი მედიკამენტისთვის გვერდით ეფექტად იქცევა ხოლმე. ასეთი მედიკამენტებია ფსორიაზის, აკნეს, ართრიტის სამკურნალო საშუალებები, ფსიქოტროპული მედიკამენტები. მედიკამენტების შენახვის ტემპერატურული პირობის დარღვევის შემთხვევაში მათ შეუძლიათ გამოიწვიონ სერიოზული დამწვრობა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და შექმნან სიმსივნის რისკიც კი.